შაბათი, 2024-05-18, 3:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
საათი
...
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Profil
Привет:სტუმარი
მთვლელები
www.wsa.ge

მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » იუნაიტედის ცნობილი ფანები
8:52 PM
იუნაიტედის ცნობილი ფანები

ენრიკე იგლესიასი - ესპანელი მომღერალი. ესპანელმა ვარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ გულშემატკივრობს "იუნაიტედს". ამის შემდეგ კი სოციალურ ქსელებში გაავრცელა ფოტო, სადაც ამ კლუბის მაისურში არის გამოწყობილი.


იუნაიტედის ცნობილი ფანები


დრეიკი
- ამერიკელი რეპერი. დრეიკმა განაცხადა, რომ რიო ფერდინანდი მისის ახლო მეგობარია და ხშირად უყურებს მის თამაშებს და სწორედ ამიტომ გულშემატკივრობს \"წითელ ეშმაკებს\".

იუნაიტედის ცნობილი ფანები


კიმ მარში
- ინგლისელი მომღერალი. მარშიც "იუნაიტედის" ფანია და ერთ-ერთ კონცერტზე ამ კლუბის მაისურით გამოვიდა. მან თქვა, რომ სერ ალექს ფერგიუსონის დიდი გულშემატკივარია.

იუნაიტედის ცნობილი ფანები


ჯასტინ ტიმბერლეიკი
- ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. ტიმბერლეიკი საკმაოდ ხშირად დადის ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედის" თამაშის საყურებლად. როგორც გაირკვა ჯასტინი რაიან გიგზის ფანი ყოფილა.

იუნაიტედის ცნობილი ფანები


One Direction
- ინგლისური მუსიკალური ჯგუფი. ინგლიური პოპ ჯგუფის ყველა წევრი "იუნაიტედის" ფანები ყოფილან. მათ სურათები აქვთ გადაღებული ოლდ ტრაფორდზე და რამდენიმე "იუნაიტედის" ფეხბურთელთან.

იუნაიტედის ცნობილი ფანები


დომინიკ მონაჰანი
- ინგლისელი მსახიობი. ტელესერიალ "დაკარგულების" ვარსკვლავი დომინიკიც "წითელ ეშმაკებს" გულშემატკივრობს. ის ხშირად დადის ოლდ ტრაფორდზე და უყურებს საყვარელი გუნდის თამაშს.

იუნაიტედის ცნობილი ფანები


იმოგენ ტომასი
- ირლანდიელი მოდელი. ირლანდიელმა ლამაზმანმა არ დამალა თავისი სიყვარული "იუნაიტედის" მიმართა და ერთ-ერთ ფოტოსესიაზე "იუნაიტედის" მაისურში გამოწყობილი გამოცხადდა.

იუნაიტედის ცნობილი ფანები


მენი პაკიაო
- ფილიპინელი მოკრივე. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გულშემატკივრობს "იუნაიტედს". ამის შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელობამ მას "იუნაიეტის" მაისური აჩუქა.

იუნაიტედის ცნობილი ფანები


მეგან ფოქსი
- ამერიკელი მსახიობი. ჰოლივუდის ვარსკვლავი 2 წლის წინ იმყოფებოდა ოლდ ტრაფორდზე, რაც შეუმჩნეველი არ დარჩა. მეგანმა აღიარა, რომ გულშემატკივრობს "იუნაიტედს".

იუნაიტედის ცნობილი ფანები


უსაინ ბოლტი
- იამაიკელი სპრინტერი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი გახლავთ უსაინ ბოლტი. მან სერ ალექსს სთხოვა, რომ თუნდაც ერთ შეხვედრაში მისცეს თამაშის უფლება, მაგრამ როგორც ჩანს ფერგიმ მას უარი უთხრა.

იუნაიტედის ცნობილი ფანები


კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1238 | დაამატა: holmes_07 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *:
Email:
Code *: