შაბათი, 2024-05-18, 12:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
საათი
...
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Profil
Привет:სტუმარი
მთვლელები
www.wsa.ge

მთავარი » 2012 » აგვისტო » 25 » მგელი
7:49 PM
მგელი

მგელი, რომელიც დედამიწაზე ყველგან გვხდება ლომისგან განსხვავებით, ჩემი აზრით, ცხოველთა მეფის წოდებას ნამდვილად იმსახურებს. რაღაცით მგელი ადამიანს წააგავს, რადგან მასავით უწევს ოჯახისთვის ბრძოლა და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულია მისი.

მინდა მოგითხროთ ერთი ამბავი, რომელიც ბავშვობიდან ზღაპრად მახსოვს. თურმე საქართველოში ლეგენდები დადიოდა ბებერ რუხ მგელზე, რომელიც გოლიათი ბელადი იყო. რომ გაგვიადვილდეს საუბარი, მგელს სახელი შევარქვათ, მაგალითად უტა. თიანეთის მთებში მწყემსი და მესაქონლე, ყველა კარგად იცნობდა უტასა და მის ხროვას. ასეთ ბელადებს ყოველთვის მრავალრიცხოვანი ხროვა აქვთ, მაგრამ უტას ხროვა შვიდი სულისაგან შედგებოდა. ნაკვალევითა და გამორჩეული ხმით უტას ყველა ცნობდა. საერთოდ, მგლების ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული მესაქონლეების ცხოვრებასთან, რადგანაც საკვებს იქ უფრო იოლად პოულობენ. ძველისძველი წარმოდგენა, თითქოს მგლები სულ მშივრები დადიან და რასაც მოიხელთებენ, ყველაფერს სანსლავენ, ამ შემთხვევაში არ შეეფერებოდა სინამდვილეს. უტა და მისი ხროვა კარგად „ნაპატივებნი" იყვნენ. მწყემსებიც ამბობდნენ, ეს ხროვა ავადმყოფსა და ჯაგლაგს კი არა, ჩვენს დაკლულზეც უარს ამბობს და მხოლოდ საუკეთესოებს არჩევს ფარასა თუ ნახირშიო. თურმე მგლების ხროვას მწყემსებისთვის ერთ ღამეში ასოცი სული ცხვარი დაუკლია და ამის გამო ყველა მწყემს მათი განადგურება სურდა. აი, რა მიამბო მასზე ერთ-ერთმა ხნოვანმა მონადირემ, რომელმაც თავად გააბა უტა მახეში:
- თითქოს ზებუნებრივი იყო უტა. ის არასოდეს ესხმოდა თავს ადამიანს. ამბობდნენ, რომ თოფის შიში ჰქონდა. ლეკვობაში დაჭრილიც ყოფილა. მწყემსები ხაფანგებს სად არ აგებდნენ, მოწამლულ ხორცსაც უდებდნენ, მაგრამ ყოველთვის უვნებელი რჩებოდა. დაწვრილებით ვერ მოგიყვებით, თუ რამდენ ხერხსა და ეშმაკობას მივმართეთ, რომ მგელი როგორმე მოგვეხელთებინა. ყველა მათგანი უშედეგო იყო…

ბოლოს და ბოლოს ცხადი გახდა, რომ გორაკებსა და ღრიანტელში მგლების დევნა ძაღლებით, რომლებიც ძალიან ბევრი დაუგლეჯიათ, ცხენითა თუ ფეხით, უაზრობა იყო. უტას გასაოცარი მიხვედრილობის დასამტკიცებლად რამდენიმე მაგალითსაც მოგიყვებით. დეკემბრის მიწურული იყო, ხაფანგები დავაგეთ, გულდაგულ დავმალეთ, მაგრამ უტას სიბნელეში წანწალის დროს მაშინვე მიუგნია პირველივე ხაფანგისთვის, ხროვა შეუჩერებია, სატყუარას არც გაჰკარებია, გვერდით გაუხვევია და იმ არემარეს გასცილებია. ამის შემდეგ გზაზე თუ რაიმეს შეამჩნევდა, სხვა გზით წავიდოდა.
ერთხელ ბილიკზე, სადაც ხაფანგები გვქონდა დაგებული, უტას მთიდან ღორღი ჩამოუშლია და ხაფანგებზე დაუყრია. ასე იქცეოდა სხვა შემთხვევებშიც. რა არ ვცადეთ, მაგრამ მაინც ვერ გავაბით მახეში. უვნებელი დაგვიძვრებოდა ხოლმე ხელიდან.

ალბათ ვერასდროს მოვიხელთებდით უტას, ერთი სუსტი მხარე რომ არ ჰქონოდა – მეგობრის გასაოცარი ერთგულება. ნაკვალევის მიხედვით შევამჩნიეთ, ხროვაში რაღაც უცნაური რამ ხდებოდა, ბელადის ნაკვალევის წინ უფრო მომცრო მგლის ნაკვალევი შეიმჩნეოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, მომცრო ნაკვალევის პატრონი ძუ მგელი, მისი მეუღლე იყო. სხვა შემთხვევაში უტა ხროვის თავში სიარულს სხვა მგელს არ აპატიებდა.
ერთ-ერთ ხევში ტროსისაგან დამზადებული ხაფანგები გვქონდა დაგებული. როგორც ველოდებოდით, ისე მოხდა. ძუ მგელი ახალი დაკლული საქონლის ღვიძლმა აცდუნა. მომცრო ტანის ძუ ტროსის ყულფში გაძვრა. ამან მოატყუა უტა, უკან მიჰყვა, თავად ვერ გაეტია ყულფში და გაება მახეში. ეს ერთადერთი შეცდომა ხუთი წლის განმავლობაში სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ხაფანგების შესამოწმებლად ორი დღის შემდეგ წავედით. ადგილზე მისულებს ბუნების საოცრება დაგვხდა – მგლის ასეთი ზომები იშვიათია. ზორბა მგელი ოთხივე ფეხზე აღმართული იდგა, ტროსი კისრის ძვლებამდე ჰქონდა ჩასული, ღია თვალებით ტყეზე მიშტერებული, გაშეშებული დაგვხდა. უტამ კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ის ბუნების ერთ-ერთი ულამაზესი შვილი იყო და თავისუფლება მისთვის ყველაფერი იყო. როგორც დასაწყისშივე გითხარით, მისი სახელიც მიემატა იმ გმირთა გრძელ სიას, რომლებიც უძლეველნი იყვნენ, მაგრამ დაიღუპნენ მხოლოდ და მხოლოდ ერთგულებისა და სიყვარულისთვის.

ზაზა კიკნაძე
"მონადირის  ჩანაწერები”




კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1567 | დაამატა: holmes_07 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *:
Email:
Code *: