შაბათი, 2024-05-18, 12:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
საათი
...
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Profil
Привет:სტუმარი
მთვლელები
www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ივნისი » 14 » ფაილებისა და დირექტორიების დაცვა
11:03 PM
ფაილებისა და დირექტორიების დაცვა
მონაცემთა უსაფრთხოება დღითი დღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. წარმოიდგინეთ რამხელა ზიანი შეიძლება მოგაყენოთ თქვენი სამსახურის კომპიუტერიდან მონაცემთა არასანქცირებულმა გადინებამ, ან სულაც სახლის PC-დან ბავშვის მიერ მნიშვნელოვანი ფაილების თუ მთლიანი დირექტორიების წაშლამ? რასაკვირველია, არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, მაგრამ არსებობს უტილიტები, რომლებიც ეფექტურად დაიცავენ თქვენთვის მნიშვნელოვან ყველა მონაცემს და როგორც მინიმუმ თავდაჯერებულად შეძლებთ მიატოვოთ თქვენს დაქვემდებარებაში არსებული კომპიუტერი და არ გეშინოდეთ მასში შენახული ფაილებზე არასანქცირებული დაშვებისა. 
Folder Lock (v. 6.6.5.) პირობითად უფასო. პროგრამა, რომლის დისტრიბუტივიც სულ რაღაც 3.1მბ-ს იწონის რეალურად ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და ეფექტურად იცავს ჩვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს სამსახურის თუ სახლის კომპიუტერში. Folder Lock-ს გააჩნია ძალზედ მარტივი, ლურჯ ფერში გადაწყვეტილი ინტერფეისი. ინსტალაციის დროს იგი გვთავაზობს ამოვირჩიოთ სამუშაო ენა. სამწუხაროდ, მხოლოდ ინგლისური და გერმანულია მხარდაჭერილი. გაშვებისთანავე პროგრამა გვთავაზობს შევქმნათ ახალი დაცული სივრცე, რომელიც .flk გაფართოების ფაილს წარმოადგენს და შესაძლებელია მოთავსდეს ნებისმიერ დირექტორიაში. აღსანიშნავია, რომ სანამ Folder Lock დაინსტალირებულია კომპიუტერში, მანამდე ამ ფაილის წაშლა შეუძლებელია, თავად პროგრამის დეინსტალაციისთვის კი პაროლის შეყვანაა საჭირო. დაცული სივრცის, ანუ ე.წ. „სეიფის" შექმნის დროს ვირჩევთ პაროლს, რომლის სირთულესაც სპეციალური ინდიკატორი ზომავს. წითელი სუსტ პაროლზე მიუთითებს, ყვითელი და მწვანე კი საშუალო და ფაქტიურად გაუტეხავ კოდს აღნიშნავს. პროგრამა გვთავაზობს მონაცემთა დაცვის ორ რეჟიმს: დაშიფვრას და უბრალოდ პაროლით დაცვას. პირველი მათგანი ეფექტურად იცავს სასურველ ფაილებს და დირექტორიებს 256 ბიტიანი AES შიფრაციის ალგორითმის გამოყენებით. მეორე ოფცია კი საშუალებას იძლევა პაროლით დავიცვათ არა მარტო ცალკეული ფაილები ან დირექტორიები, არამედ მთელი ლოგიკური დისკიც კი. რა თქმა უნდა, მეორე მეთოდი ბევრად უფრო სწრაფია, თუმცა ზოგადად Folder Lock-ის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ კარგადაა ოპტიმიზირებული და დიდ რესურსებს არ მოითხოვს სისტემისგან. „სეიფის" მოცულობა დამოკიდებულია ლოგიკურ დისკზე დარჩენილ თავისუფალ სივრცეზე და შეიძლება ნებისმიერ დროს გაიზარდოს მასში ფაილების დამატებით არსებულ ზღვრამდე. აღსანიშნავია, რომ პროგრამას საცდელ პერიოდში აქვს შეზღუდვა დასაშიფრი ფაილების მოცულობაზე, ასევე შეზღუდულია ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა დაშიფრული ფაილები და დირექტორიები გადავიტანოთ USB ფლეშდრაივზე ან CD/DVD დისკზე.
პროგრამა ქმნის ვირტუალურ ლოგიკურ დისკს სისტემაში და ამით ძალზედ ამარტივებს სანქცირებული მომხმარებლის მიერ დაცულ ფაილებთან მუშაობას. გათვალისწინებულია ე.წ. Stealth mode, რომლის ამოქმედების შემთხვევაში პროგრამა უჩინარი ხდება გაშვებული პროცესებიდან, ინსტალაციის დირექტორიიდან და მომხმარებლისთვის მისაწვდომი ყველა ადგილიდან. ამ დროს Folder Lock-ის გაშვება შესაძლებელია „ცხელი ღილაკების" კომბინაციის გამოყენებით. დღეისათვის უამრავი ჰაკერული პროგრამა არსებობს, რომლებიც ცდილობენ დაცვის შეტეხვას და პაროლის გამოცნობას სიმბოლოების თანმიმდევრული შეყვანის გზით. პროგრამას ამ შემთხვევაშიც გააჩნია დაცვა. ხუთჯერ არასწორი პაროლის შეყვანის შემთხვევაში იგი გათიშავს იუზერის სესიას ან სულაც გამორთავს კომპიუტერს. არჩევანი მომხმარებელზეა. საცდელი პერიოდი განისაზღვრება 15 გამოყენებით, რის შემდეგაც საჭირო ხდება მისი შეძენა 29.95 ევროდ.
SensiGuard (v. 3.2.) პირობითად უფასო. პროგრამა იყენებს 256 ბიტიან შიფრაციის ალგორითმს. მარტივი და სადა ინტერფეისი აადვილებს ნებისმიერი ცოდნისა და გამოცდილების მქონე მომხმარებლის მიერ მის გამოყენებას. პროგრამის მთავარი უპირატესობა მისი ფლეშკებთან გამოყენების შესაძლებლობაა. დესკტოპ ვერისიის დაინსტალირების შემდეგ ეკრანზე ჩნდება ოსტატის იკონკა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია USB ფლეშდრაივზე შევქმნათ პროგრამის მინი ასლი, რომლის დახმარებითაც დავიცავთ გარე შემნახველ მოწყობილობაზე განთავსებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებს.
SensiGuard-ის პირველივე გაშვებისთანავე საქმეში ერთვება ოსტატი, რომელიც სავალდებულო წესით გვაიძულებს ვუპასუხოთ უსაფრთხოების 3 შეკითხვას (საბედნიეროდ, შეკითხვების ამორჩევა თავად შეგვიძლია). მას შემდეგ, რაც წარმატებით ჩავაბარებთ გამოცდას ბებიის სახელის, პირველი მანქანის სარეგისტრაციო ნომრის თუ ჩვენი ძაღლის დაბადების დღის გახსენებაში, აუცილებლად უნდა დავიმახსოვროდ ჩვენს მიერ გაცემული პასუხები, ვინაიდან პაროლის დავიწყების შემთხვევაში მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოგვცემს უფლებას მოვიპოვოთ დაშვება დაშიფრულ ფაილებსა თუ დირექტორიებზე.
პროგრამა გარდა ცალკეული ფაილებისა თუ დირექტორიებისა, მხარს უჭერს მთელი ლოგიკური დიკსების დაცვას უცხო პირების მიერ განხორციელებული არასანქცირებული წვდომისგან. მთავარი ნაკლი კი რაც აღმოვაჩინეთ, იყო ის, რომ მაგ Windows 7 გარემოში SensiGuard რამდენჯერმე დაეკიდა და ოპერაციულმა სისტემამ თავად შემოგვთავაზა მისი გათიშვა.
თავად პროგრამა სრულფასოვნად მუშაობს 10 უფასო გამოყენების ფარგლებში. ამ ლიმიტის გახარჯვის შემდეგ დღის წესრიგში დგება მისი შეძენა $39-ად პერსონალური მოხმარებისთვის, ხოლო SensiGuard-ის Multi-PC და ბიზნეს ლიცენზიები კი, შესაბამისად, 4 და 10 კომპიუტერზე გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 945 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *:
Email:
Code *: