შაბათი, 2024-05-18, 12:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
საათი
...
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Profil
Привет:სტუმარი
მთვლელები
www.wsa.ge

მთავარი » 2012 » ივნისი » 14 » როგორ მოქმედებენ ნარკოტიკები თავის ტვინზე
10:58 PM
როგორ მოქმედებენ ნარკოტიკები თავის ტვინზე

თავის ტვინის მუშაობაში რამოდენიმე მედიატორი (ლათინური სიტყვაა და შუამავალს ნიშნავს) მონაწილეობს. ერთ-ერთი მათგანი_სეროტონინია. ის გავლენას ახდენს ყურადღების, განწყობისა და ემოციების ფორმირებაზე. სეროტონინს სიხარულის, ბედნიერების მედიატორსაც უწოდებენ. ტვინის ერთ-ერთ სხვა მედიატორს დოფიმინს კი სეროტონინის საწინააღმდეგო გავლენა აქვს, ამიტომ ვარაუდობენ, რომ უმძიმესი დაავადება-შიზოფრენია, რომელიც ღრმა დეპრესიით ხასიათდება, შესაძლოა სეროტონინის ნაკლებობით ან დოფამინის სიჭარბით  იყოს გამოწვეული.

აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებებიც გავლენას ახდენს ნეირომედიატორებზე. მარიხუანა, სეროტონინის რეცეპტორს უკავშირდება და ადამიანი ეიფორულ მდგომარეობაში გადაყავს. ამდროს ადამიანი მხიარულია, კმაყოფილია და აქვს ისეთი გრძნობები რომელიც ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება. ერღვევა კოორდინაცია. ამ ნარკოტიკის ხშირი გამოყენება: უშვილობას, ტვინის დაზიანებასა და ავთვისებიან სიმსივნეს იწვევს.

ნარკოტიკი კოკაინი დოფამინის მოქმედებას აძლიერებს, ამიტომ ნარკომანს მცირე ხნით ეუფლება ეიფორია შემდეგ კი ღრმა დეპრესიში ვარდება. ბოლოს ეს გრძნობები კი დაღლილობით, გამოფიტვითა და ორგანიზმის განადგურებით სრულდება.

თავის ტვინში აღმოჩენილია მედიატორები, რომლებიც ტკივილის შეგრძნებას გვითრგუნავს, მათ ენდორფინები ეწოდებათ. ჰეროინი და მორფინი სწორედ ამ ბუნებრივი ნარკოტიკების რეცეპტორებს უკავშირდება, რი შემდეგაც ადამიანი კარგავს ტკივილის შეგრძნებას. მაგრამ ორგანიზმი წყვეტს თავის ”ტკივილგამაყუჩებლის” გამომუშავებას და ადამიანი დამოკიდებული ხდება ნარკოტიკისა.

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 893 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
Name *:
Email:
Code *: